პასუხისმგებლიანი თამაში ევროპაბეთზე
პასუხისმგებლიანი თამაში ჩვენი საქმის ამომავალი წერტილია და მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ვიცით, რომ აზარტულ თამაშებს თან რისკი სდევს. მოთამაშეების უმრავლესობას თამაში ცხოვრებაში მრავალფეროვნებასა და გასართობს სთავაზობს, თუმცა ზოგისთვის, შესაძლოა, პრობლემატური გახდეს.
ჩვენი პასუხისმგებლობა
აზარტული ონლაინ თამაშების პლატფორმის შექმნას თან დიდი პასუხისმგებლობა მოყვება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მოთამაშეებს უსაფრთხო, დაცული და სასიამოვნო თამაშები შევთავაზოთ. ჩვენ გვაქვს გარკვეული სერვისები და მათი დახმარებით მოთამაშეებს პასუხისმგებლობით თამაშში ვეხმარებით. ბეთსონის მასშტაბით, ონლაინ ბიზნესში პასუხისმგებლიანი თამაშის პირველი ტრეინინგი 2002 წელს გაიმართა, ხოლო პასუხისმგებლობით თამაშის სპეციალისტი პირველად 2007 წელს ავიყვანეთ.
ჩვენს ვებგვერდსა და პასუხისმგებლიანი თამაშის მეთოდებს, ყოველთვის ამოწმებს, აფასებს და რეკომენდაციებს უწევს The Global Gambling Guidance Group. ტრეინინგების ფარგლებში მოწმდება რამდენად მზად ვართ და შეგვიძლია აზარტულ თამაშებთან თანმდევ პრობლემებთან ბრძოლა და გამკლავება.
პასუხისმგებლობით თამაშის პოპულარიზაცია
რეგულარულად ვუწევთ პასუხისმგებლობიან თამაშს პოპულარიზაციას. მოთამაშეებს ვთავაზობთ სხვადასხვა ხელსაწყოებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს აკონტროლონ თამაში და საკუთარი თავი.
მოთამაშეების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარია, ამიტომ როგორც ჩვენ – ევროპაბეთი, ასევე მთელი ბეთსონ ჯგუფი, მსოფლიოს პასუხისმგებლობით თამაშის კონფერენციებზე საპატიო სტუმრები ვართ ხოლმე.
ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე ზრუნვა
მოთამაშეთა პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, მესამე პირს მათ შესახებ ინფორმაციას ვერ გადავცემთ, თუმცა შეგვიძლია ისეთი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია მივაწოდოთ, რომლებიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ.
თანამშრომლების ტრეინინგი
ყველა ახალი თანამშრომელი, განურჩევლად როლისა და მოვალეობისა, გაივლის გადამზადების კურსს, რომელიც პასუხისმგებლიან თამაშსა და სოციალურ პასუხისმგებლობას ეხება. ტრეინინგები წელიწადში რამდენჯერმე ჩვენს ოფისში ტარდება.
მუდამ თქვენთან
ჩვენი ქოლ ცენტრი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ქოლ ცენტრის ყველა თანამშრომელს გავლილი აქვს პასუხისმგებლობით თამაშის ტრეინინგი და ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს დაგეხმარონ.
დროის კონტროლი
აკონტროლე თამაშის დრო და ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის
მოთამაშეების კეთილდღეობისთვის ევროპაბეთმა შექმნა ხელსაწყო – დროის კონტროლი.
მოთამაშეებს, რომლებსაც უფიქსირდებათ სათამაშო სესიის საშუალოზე მეტი ხანგრძლივობა, ვატყობინებთ, რომ საიტზე ნორმაზე მეტ დროს ატარებენ. მიღებული ინფრომაცია, მოთამაშეს საშუალებას აძლევს აღიქვას რეალური სურათი და თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.
პრობლემური თამაშის ტესტი
თუ თვლი, რომ შესაძლოა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გაგივითარდეს, გააკეთე ჩვენი ტესტი და შეაფასე რისკები
რჩევები თამაშის დროს
იმისათვის, რომ აზარტული თამაშები გასართობი და უსაფრთხო იყოს, საინტერესო ინფორმაცია და რჩევები შეგიგროვეთ. თამაშის პროცესის უკეთ გაცნობითა და შესწავლით რისკები მაქსიმალურად შეამცირდება.
აზარტული თამაშები შემოსავლის წყარო არ არის. მიუდექი როგორც ჰობის, გართობის საშუალებას.
ითამაშე მხოლოდ ხელმისაწვდომ თანხებზე.
წაგებული თანხის ამოღებას ნუ ეცდები. ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის.
დააყენე ლიმიტი.
შეზღუდე სათამაშო დრო.
არ ითამაშო, როცა ცუდ ხასიათზე ან დეპრესიაში ხარ.
აზარტული თამაშები და ალკოჰოლი ცუდი კომბინაციაა.
დააბალანსე აზარტული თამაშები სხვა აქტივობებით.