ევროპაბეთმა პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს.

პასუხსიმგებლობა კომუნიკაციაში

პასუხისმგებლობა ბიზნესში

პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ
არსებული სიტუაციის მიუხედავად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის სამი მიმართულებით იმპლემენტაცია გრძელდება.
პროექტები / თაიმლაინი
L
I
N
G
2020

25.06.2020
responsible.ge მხარდაჭერით ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი მენტალ ჰაბი გაიხსნა
ივნ
ივნ
„მენტალ ჰაბი“ ევროპაბეთის მხარდაჭერით გაიხსნა და გახდა მეორე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი ლუდომანიით დაავადებული ადამიანების გარდა უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას იმ სამედიცინო პერსონალსაც გაუწევს, ვინც უკვე რამდენიმე თვეა covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.

25.04.2020
ევროპაბეთის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა
აპრ
აპრ
COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებთან გასამკლავებლად ევროპაბეთმა ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცე პროგრამაში ჩართული ბიზნესის რეკლამა მომხმარებელმა ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახა.
Responsible.ge-ის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში 30-მდე ბიზნესი ჩაერთო.

13.04.2020
სპორტული ნარდის ფედერაცია და ევროპაბეთი პარტნიორები გახდნენ
აპრ
აპრ
სპორტული ნარდის ფედერაცია responsible.ge-ს პარტნიორი კარანტინის პერიოდში გახდა. ევროპაბეთის დახმარებით მოხერხდა ტრადიციული ეროვნული თამაშის მთავარ გამოწვევასთან გამკლავება - ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა. თანამშრომლობის ფარგლებში უახლოეს მომავალში ნარდში რეგიონალური ჩემპიონატის გამართვაა დაგეგმილი, რის საშუალებასაც ევროპაბეთის სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა იძლევა.

05.03.2020
ევროპაბეთი და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაცია პარტნიორები გახდნენ
მარ
მარ
შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციასა და ევროპაბეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ევროპაბეთი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აფინანსებს. Responsible.ge-ის დახმარებით მსოფლიო ასპარეზზე წარსდგება მებრძოლი ვაჟა წიპტაური, რომელსაც ამ სპორტის ექსპერტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. წიპტაურის მონაცემებისა და მომზადების მიუხედავად სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.

26.02.2020
ევროპაბეთი და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია პარტნიორები გახდნენ
თებ
თებ
სპორტის სახეობა სთრონგმენი ნაკლებად ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის, თუმცა საქართველო ამ სპორტში წლებია წარმატებით ასპარეზობს. Responsible.ge-ის დაფინანსებით უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას სპორტის ამ მიმართულების განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. თანამშრომლობის შედეგად ქართველმა სტრონგმენებმა მედლებით დაასრულეს კიევის საერთაშორისო ტურნირი, სადაც 17 ქართველი სპორტსმენი სწორედ ევროპაბეთის დაფინანსებით გაემგზავრა.

21.02.2020
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი კამარა და ევროპაბეთი პარტნიორები გახდნენ.
თებ
თებ
კამარა პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი იყო, რომელიც პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ჩაერთო. ევროპაბეთის დაფინანსებით კამარამ ლუდომანიით დაავადებული ადამიანებისთვის უფასო კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები დაანონსა. პროგრამის გამოცხადებიდან 1 საათში ადგილები ჯგუფებში სრულად შეივსო. Covid-19-ის რეგულაციების მიუხედავად ფსიქოთერაპიის სეანსები არ შეჩერებულა. კამარამ თამაშ დამოკიდებულთა თერაპიის კურსები online განაგრძო.

20.02.2020
ევროპაბეთზე ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" ამოქმედდა.
თებ
თებ
"დროის კონტროლი" წარმატებითაა დანერგილი შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში ის პირველმა აზარტული თამაშების მოყვარულებს გარკვეული დროის შემდეგ თავად ვებგვერდი ახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია, თამაშობენ და მოუწოდებს, დაფიქრდნენ, სურთ თუ არა გაგრძელება.

06.02.2020
ერთად შესაძლებლობები უსაზღვროა!
თებ
თებ
სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერა responsible.ge-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სპორტული აქტივობები სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანებისა და პარასპორტსმენებისთვის ევროპაბეთის თანადაფინანსებით წელიწადში რამდენჯერმე იმართება.
ტურნირი ბოულინგში
2019

19.12.2019
ევროპაბეთი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი გახდა
დეკ
დეკ
Responsible.ge-სა და ჭადრაკის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ფარგლებში ევროპაბეთი იზრუნებს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. კომპანიის დახმარებით მომდევნო წლებში ქალთა და ვაჟთა შორის ჩემპიონატები გაორმაგებული საპრიზო ფონდით გაიმართება.

09.12.2019
responsible.ge პროექტის პრეზენტაცია
დეკ
დეკ
ევროპაბეთმა პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია წარადგინა. სათამაშო ბიზნესის ევროპული მოდელის დანერგვა ქართულ ბაზარზე კომპანიამ თვითრეგულაციების დაწესებით დაიწყო. სრულად უარი თქვა გარე რეკლამაზე, საათობრივად შეზღუდა რეკლამა ტელევიზიასა და რადიოში , ასევე ინტერნეტ რეკალამის მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვით გამოყენების პასუხისმგებლობა აიღო.
2019