სპორტი, დასვენება და გართობა – ღონისძიებების სერია
ევროპაბეთის მხარდაჭერით მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”. ომის ვეტერანებისთვის, სამხედრო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის, პარასპორტსმენებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებისთვის ჯამში 8 მასშტაბური ღონისძიება მოეწყო. ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში; სტენდური სროლა, გოლფი და ცხენოსნობა; პარაპლანით ფრენა; მკლავჭიდი და ბოჩა ვაჟაობაზე; ჯომარდობა და სპორტული ცეკვები; მშვილდოსნობა და პეინტბოლი; ზიპლაინი და კულინარიული დუელი და ყველაფრის კულმინაცია – ევროპაბეთის საზაფხულო ბანაკი ბორჯომში.