POP X Spotlight
ევროპაბეთმა თავის ქვე-ბრენდს – pop-ს კიდევ ერთი მულტიმედია პლატფორმა popx დაუმატა. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც მიზნად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მზარდი სფეროს პოპულარიზაციას ისახავს. ასევე, ნოვატორ და ჯერ უცნობ გამომგონებლებს თავიანთი იდეების მომხმარებლამდე მიტანაში ეხმარება.
2018 წელს ახლადშექმნილი პლატფორმისა და Marketer-ის თანამშრომლობით გაიმართა ღონისძიება “გაბედე”, რომელიც მთლიანად ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს დაეთმო. “გაბედე” პირველი მარკეტინგული ღონისძიების, Spotlight-ის სერიის ნაწილი იყო.