ბეთსონ ჯგუფი

ადამიანი
ლოკაცია
ეროვნება
ბრენდი
ბეთსონის შესახებ
ჩვენი ღირებულებები

რატომ ერთიანი ბეთსონი?

ევროპაბეთში და მთლიანად ბეთსონ ჯგუფში ვფიქრობთ, რომ საერთო მიზნისკენ ერთად სწრაფვას შეუძლია საუკეთესო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება – ერთიანი ბეთსონი, ზუსტად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას კომპანიისა და ერთმანეთის მიმართ. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებაში და ამას პროცესებში ჩართულ კომპანიებთან პარტნიორობითა და თანამშრომლობით ვახერხებთ.

Betsson Group

ბეთსონ ჯგუფის შესახებ

50 წელზე მეტია ბეთსონ ჯგუფი აზარტული თამაშების ბიზნესშია. სლოტის ერთი აპარატიდან გლობალურ ონლაინ-გეიმინგ კომპანიამდე. 2 კაციდან იდეით და ოცნებით 1700 თანამშრომლამდე. 1 ქალაქიდან 10 ოფისამდე მთელ მსოფლიოში. ერთი ბრენდიდან დავიწყეთ და ახლა უკვე 17 ვართ, მათ შორისაა Betsson, Betsafe, NordicBet და Europebet.

დაუვიწყარი თავგადასავალია.

როგორ მოვედით აქამდე? ჩვენ ვცდილობთ, რომ მოთამაშეებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ, გვყავდეს პასუხისმგებლობით მოთამაშე მომხმარებლები, რომლებიც სიამოვნებას მიიღებენ თამაშით. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლიანი თამაში ჩვენი ბიზნესის ამომავალი წერტილია. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც პასუხისმგებლიანი თამაშის მენეჯერი დაიქირავა. ეს 2007 წელს მოხდა, დღეს კი პასუხისმგებლიანი თამაშის მთელი განყოფილება გვაქვს. სამართლიანად თამაშით, ერთად ვიმარჯვებთ. ჩვენ საქმეს მხოლოდ ამ პრინციპით ვაწარმოებთ. 50 წელზე მეტია ასე მოვდივართ და გვინდა კიდევ 50 წელი ასევე გავაგრძელოთ. ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. „ბეთსონ ჯგუფი 100 წლისაა“ ძალიან კარგად ჟღერს.

ბეთსონ ჯგუფის მფლობელი Betsson AB-ია –Nasdaq Stockholm Large Cap-დან.

ევროპაბეთის შესახებ

ევროპაბეთი, რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი გემბლინგ კომპანიაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. მას შემდეგ მოთამაშეებს მრავალფეროვან ონლაინ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ფსონები სპორტზე, ლაივ კაზინო, სლოტ თამაშები, კენო და რეგიონის პოპულარული მაგიდის თამაშები. 

2015 წლიდან საერთაშორისო ბრენდის Bettson Group-ის წევრია და ინდუსტრიაში ახალ ინოვაციურ იდეებსა და ტექნოლოგიებს ნერგავს.

ევროპაბეთის პარტნიორები არიან: SB Betting, Betradar, Nsoft, Betgenius, Evolution gaming, GCompany, EGT, NetEnt, Novomatic, Yggdrasil, Igrosoft, iSofBet, Pragmatic, Play’n GO, Playson, Endorphina და QuickFire.

ჩვენი ღირებულებები

კომპანიის ღირებულებები ზუსტად ასახავს ჩვენი მუშაობის პრინციპებს, მოთამაშეებთან, ინვესტრორებსა და  აქციონერებთან ურთიერთობას.

ერთიანი ბეთსონი

მთავარი ხალხია. ერთად, გუნდურად ვმუშაობთ, რათა საერთო მიზანს მივაღწიოთ. სამსახურში სიარული გვიყვარს, რადგან იქ საუკეთესო კოლეგები გველოდებიან. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა.

სამართლიანი თამაში

ჩვენ ვუსმენთ და პატივს ვცემთ ჩვენს მოთამაშეებს, პარტნიორებსა და ერთმანეთს. ვმუშაობთ გამჭვირვალედ და საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. სამართლიანად თამაშით, ჩვენ ყველა ერთად ვიმარჯვებთ.

საქმისადმი სიყვარული

ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. გვიყვარს სამუშაო, ჩვენი გუნდი და კომპანია. საქმისა და iGaming-ისადმი ჩვენი დამოკიდებულებით, საოცარ შედეგებს ვაღწევთ. ჩვენი ენთუზიაზმი გვამოძრავებს სრული სვლით წინ.